ჩვენ შესახებ

     კომპანიის ყველაზე ეფექტური რეკლამა არის მომსახურების ფასის შეფარდება / არხების რაოდენობასთან, რაც შეადგენს 15ლ. / 180 ციფრული არხი + 60-ზე მეტი ანალოგური არხი. ყოველ დამატებით ტელევიზორზე - 5ლ. მაღალი რეიტინგის მქონე (არხები link). შეეცადეთ მოძებნოთ საქართველოში ოპერატორი, რომელსაც უკეთესი თუ არა, მსგავსი შეთავაზება მაინც გააჩნია. 

კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპია - „მაღალ პროფესიული კადრები გადაწყვეტენ ნებისმიერ საკითხს“. კომპანიაში მუშაობენ ტელეკომუნიკაციური და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. კომპანიის ინჟინრები და ტექნიკური პერსონალი ორიენტირებული არიან მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. სწორედ მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებამ განაპირობა კომპანიის ტელეკომუნიკაციური ქსელის გეოგრაფიული არეალი (დაფარვის ზონა link), რომელიც მოიცავს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონს (აბანოთ-უბნიდან ოქროყანისა და ზემელის ჩათვლით), საბურთალოს რაიონს (პეკინის ქუჩიდან სანაპირომდე), ორთაჭალას, გლდანს, ღრმაღელეს, ნაძალადევის, ჩუღურეთის, ისნისა და ვარკეთილის რაიონებს. 

კომპანიის 150-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად ოპერატიულად უზრუნველყოფს აბონენტის სატელევიზიო ტერმინალით სატელევიზიო არხების ხარისხიანად მიღებაში წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას. აბონენტის ინტერესების და სამართლიანი მოთხოვნების სრულყოფილად და უპირობოდ დაცვა უზრუნველყოფილია აბონენტთან გაფორმებული (მომსახურების ხელშეკრულებით.link)

აბონენტთა უმრავლესობის ინტერესების, მათი სატელევიზიო ტერმინალების პარკის და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანიამ ჯერ კიდევ შეძლო 60-ზე მეტი არხის მაუწყებლობის ტრანზიტის ანალოგურ ფორმატში შენარჩუნება. ტელეკომუნიკაციური სისტემების განვითარების თანამედროვე დონე მოითხოვს ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიურად გამოყენებას, რადგან ციფრული ფორმატი განაპირობებს არხების რაოდენობრივად და ხარისხობრივად მაღალ დონეს ანალოგურ ფორმატთან შედარებით. ამიტომ კომპანია 2017 წლიდან თითქმის ორჯერ შეამცირებს არხების რაოდენობას ანალოგურ ფორმატში, რაც გამოიწვევს ციფრულ ფორმატში არხების რაოდენობის გაორმაგებას. ამრიგად, ნებისმიერი მოთხოვნების მქონე აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მისთვის სასურველი არხის მომსახურებით.

აბონენტთა მომსახურების განვითარებამ გამოიწვია სატელევიზიო არხების კოდირების სისტემების შექმნა და დანერგვა. ამჟამად ტესტურ რეჟიმში 30-მდე ციფრული არხია კოდირებული. მათ შორის არის “viasat” არხები («ტვ 1000», «ტვ 1000 action», და ა.შ.), ასევე ეროტიკული არხი «Русская ночь».   2016 წლის პირველი ივლისიდან კომპანია იწყებს არხების თანმიმდევრულ დახურვას, რაც დასრულდება 2017 წლის 01 იანვრისათვის. სათანადო ინფორმაცია ნახეთ აქვე (ტელევიზია link). კოდირების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ხარისხს. აღარ ექნება ადგილი მეზობლებს შორის კონფლიქტს, რომლის მიზეზიც კეთილსინდისიერი აბონენტის სააბონენტო ხაზზე, ე.წ. „ლევი“ აბონენტის თვითნებურად მიერთებაა, რის შედეგადაც ზიანდება მეზობლის კუთვნილი კაბელი და ერთდროულად ფუჭდება სატელევიზიო სიგნალის ხარისხი. 

      შესაძლებელია კითხვების გამოგზავნა - catv1-2015@mail.ru