ფასები

სატელევიზიო არხებით მომხმარებელთა მომსახურება ხორციელდება როგორც ციფრულ (DVB-C), ასევე ანალოგურ ფორმატში. 

ციფრული ფორმატი:

DVB-C წარმოადგენს შემდეგი სიტყვების აბრევიატურას - Digital Video Broadcasting – Cable, რაც ნიშნავს -ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - კაბელით;

ციფრული არხების რაოდენობა აღემატება 180-ს. მათი ჩამონათვალი აქვეა განთავსებული (არხები); 

30-მდე ციფრული არხი კოდირებულია. კოდირებული არხებით სარგებლობისათვის ციფრული ფორმატის მქონე ტელევიზორს შესაბამის სლოტში უყენდება კამოდული (CAM), რომლის შეძენაც შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში;

კამოდულის ჩასაყენებელი სლოტის არ არსებობის შემთხვევაში კოდირებული არხებით სარგებლობისათვის საკმარისია კომპანიის სერვის-ცენტრებში რესივერის შეძენა;

ანალოგური ფორმატი: 

ანალოგური ფორმატი განკუთვნილია ძირითადად 2016 წლამდე შეძენილი ტელევიზორების პარკისათვის (მათ უმეტესობას ჯერ კიდევ არ გააჩნდათ DVB-C ფორმატი) და ამჟამად მოიცავს 60-ზე მეტ სატელევიზიო არხს. მათი ჩამონათვალი აქვეა წარმოდგენილი (link).

2016 წლამდე შეძენილი ციფრული ფორმატის არ მქონე ტელევიზორების მეშვეობით ციფრული არხებით სარგებლობისათვის საკმარისია კომპანიის სერვის-ცენტრებში რესივერის შეძენა.

კამოდულის / რესივერის ღირებულება:

კამოდულის ღირებულება - 40 ლ;

რესივერის ღირებულება - 30 ლ;

HD რესივერის ღირებულება - 65 ლ (HD –Higher Definition – მაღალი გარჩევადობა);

კამოდული / რესივერი განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის აბონენტებისათვის და გაიცემა აბონენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.