ტელევიზია

 

                                                                                               აბონენტების საყურადებოდ!

                    6-მა ეთერულმა უფასო არხმა (რუსთავი-2, იმედი, მაესტრო, კომედი არხი, მარაო, GDS)   
                        თითოეულ აბონენტზე მოითხოვა 1.5  ლარი, 

                     რაც დღგ-ს  და ინკასაციის ხარჯების  გათვალისწინებით სააბონენტო გადასახადს გაზრდის 2 ლარით.  
                     მოსალოდნელია, რომ ეთერში მაუწყებელი სხვა არხებიც შეეცდებიან მოსახლეობიდან დამატებითი

                           (რეკლამიდან შემოსავლების გარდა) თანხების ამოღებას 
                        და არხების რაოდენობის გათვალისწინებით ზემოთ მითითებული თანხა რამოდენიმეჯერ გაიზრდება.
                            საკაბელო ოპერატორები აბონენტური გადასახადის გაზრდას არ ეთანხმებიან 
                            და სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებამდე 14 ოქტომბრიდან ზემოთ  ჩამოთვლილი არხები შესაძლოა გაითიშოს.
 

 

სატელევიზიო არხებით მომხმარებელთა მომსახურება ხორციელდება როგორც ციფრულ (DVB-C), ასევე ანალოგურ ფორმატში. 

ციფრული ფორმატი:

DVB-C წარმოადგენს შემდეგი სიტყვების აბრევიატურას - Digital Video Broadcasting – Cable, რაც ნიშნავს -ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - კაბელით;

ციფრული არხების რაოდენობა ამჟამად აღემატება 200. მათი ჩამონათვალი აქვეა განთავსებული (არხები); 

საბაზო პაკეტის ფასი 15 ლარს შეადგენს. აქციის ფარგლებში ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში საბაზო პაკეტში არის 173 ციფრული არხი.

არხები კოდირებულია. კოდირებული არხებით სარგებლობისათვის ციფრული ფორმატის მქონე ტელევიზორს შესაბამის სლოტში უყენდება კამოდული (CAM), რომლის მიღება შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში;

კამოდულის ჩასაყენებელი სლოტის არ არსებობის შემთხვევაში კოდირებული არხებით სარგებლობისათვის საკმარისია კომპანიის სერვის-ცენტრებში რესივერის შეძენა;

ანალოგური ფორმატი: 

ანალოგური ფორმატი განკუთვნილია ძირითადად 2016 წლამდე შეძენილი ტელევიზორების პარკისათვის (მათ უმეტესობას ჯერ კიდევ არ გააჩნდათ DVB-C ფორმატი). 

2016 წლამდე შეძენილი არაციფრული ტელევიზორების მეშვეობით ციფრული არხებით სარგებლობისათვის საკმარისია კომპანიის სერვის-ცენტრებში რესივერის მიღება.

კამოდულის / რესივერის ღირებულება:

კამოდულის / HD რესივერის საგარანტიო თანხა შეადგენს 40 ლარს:

SD რესივერის საგარანტიო თანხა თანხა შეადგენს - 30ლ;

SD რესივერი ვერ აღიქვამს HD არხებს. HD რესივერი ხსნის ნებისმიერ, მათ შორის HD არხებსაც.

HD–Higher Definition – მაღალი გარჩევადობა;

კამოდული /რესივერი, დაშვების კარტაგანკუთვნილია მხოლოდ კომპანიის აბონენტებისათვის და გაიცემა აბონენტთან  სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

Fast order
Please include your name and phone number so we can contact you