ინტერნეტი

    კომპანია „კტვ 1“-სა და შ.პ.ს. „სტა ინტეროპტიკას“ შორის არსებული შეთანხმების თანახმად ინტერნეტ პროვაიდერი შ.პ.ს. „ინტეროპტიკა“ (ს/კ 202893510) ახორციელებს მოსახლეობის ბოჭკოვან-ოპტიკური ინტერნეტით მომსახურებას მთაწმინდის რაიონში. ძირითადად სოლოლაკში და ოქროყანაში. აქციების ჩატარების დროს ხდება პაკეტური მომსახურების (ტელევიზია + ინტერნეტი) გათვალისწინება. ცნობებისათვის დარეკეთ ყოველდღე 10:30 – 17:30 2 999 034.

შ.პ.ს. „სტა ინტეროპტიკას“ აბონენტს შესაძლებელია ჰქონდეს კომპანია „კტვ 1“-ის არხები IP TV ფორმატში, რისთვისაც აბონენტსა და კომპანია „კტვ 1“-ს შორის გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება. შესაბამისი IP TV რესივერის (MAG 250) შეძენა შესაძლებელია ინტეროპტიკის ოფისში. რესივერის ღირებულება არის 70$-ის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე კურსის მიხედვით.

საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია ინტერნეტ-მომსახურება, აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით ცნობილი ბრენდის “MyVideo” -ს სეტტოპბოქსების გამოყენებით. დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ საიტზე www.myvideo.ge
ხელშეკრულება 

ხშირად დასმული კითხვები

1.როგორ ჩავერთოთ ინტეროპტიკაში?

ინტეროპტიკის ნებისმიერი მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე 2 999 034 ან ვებ გვერდზე შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა.

2.რა დროა საჭირო განაცხადიდან ჩართვამდე?

ოპტიკური ინტერნეტის  სტანდარტული ინსტალაცია შეკვეთის დატოვებიდან მეორე დღესვეა შესაძლებელი და მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

3. როგორია მომსახურების შეჩერების/დაპაუზების პირობები?

დაპაუზება შესაძლებელია არა ნაკლებ ერთი კვირით და არა უმეტეს ორი კვირით. ღირებულება 3 ლარი.

4.რატომ მერიცხება პორტის შენარჩუნების საფასური 5 ლარი?

3 სამუშაო  დღის განმავლობაში სააბონენტოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს უნარჩუნდება მისთვის გამოყოფილი პორტი. 3 სამუშაო დღიდან 45 კალენდარულ დღემდე პორტის შენარჩუნების ღირებულება შეადგენს 5 ლარს. 45 დღით სააბონენტო თანხის გადახდის დაგვიანება ავტომატურად იწვევს მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტას.

5.რა პაკეტებით შემიძლია ვისარგებლო?

პაკეტების საფასურის სხვაობა განაპირობებს არა მარტო ნაკადის სიჩქარეს, არამედ, რაც ძირითადია,  მომსახურების პრიორიტეტს.  30ლარი - 20-25 მეგაბიტი, 45ლარი - 30 მეგაბიტი, 60ლარი - 32 მეგაბიტი.

6.რა არის ინტერნეტის ჩართვის ღირებულება?

15 ლარი  ჩართვის ღირებულება, 70 თეთრი 1მეტრი ეზერნეტის კაბელი / 35 თეთრი ოპტიკურ - ბოჭკოვანი  კაბელი და სააბონენტო თანხა  პაკეტის შერჩევის მიხედვით.

7.კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაში რატომ არ ხდება ლინკის ავტომატურად ამუშავება?

ახალი კომპიუტერის ან როუტერის ქსელში ჩართვისათვის საჭიროა მისი უნიკალური მისამართის დარეგისტრირება სააბონენტო მონაცემთა ბაზაში.  შესაბამისად,მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაში რეგისტრაციის პროცედურის გავლა ახლიდანაა აუცილებელი, ამისათვის უნდა დარეკოთ ზემოთ მითითებულ ტელეფონზე.

 

8. რა არის ტექნიკური პრობლემის მოგვარების პერიოდი  და ამინაზღაურდება თუ არა ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხება?

ტექნიკური პრობლემის მოგვარება ხდება დაზიანების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 2 დღეში, პერიოდის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფერხება გამოწვეულია კომპანიის მიზეზით.

9. თანხის გადახდის შემთხვევაში, უზრუნველყოფს თუ არა კომპანიის ტექნიკოსი მომხმარებლისთვის კომპიუტერული მომსახურების გაწევას (ვინდოუსის გადაყენება, პროგრამების ჩაწერა)?

ამ ტიპის სერვისს კომპანია მომხმარებელს არ სთავაზობს.

10. რატომ ვერ ვიწერ ქართული/უცხოური სერვერიდან პაკეტით გათვალიწინებული გარანტირებული სიჩქარით და რატომ იხსნება ზოგიერთი ვებ გვერდი უფრო ნელა ვიდრე სხვა?

გადმოწერის და ასევე ვებ გვერდის გახსნის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც მომხმარებლისთვის  გამოყოფილი არხის გამტარუნარიანობაზე, ასევე გამცემი ანუ მომწოდებელი სერვერის შესაძებლობებზე. იმის გამო, რომ ინტერნეტში არსებული ვებ რესურსები განთავსებულია სხვადასხვა ტიპისა და გამტარუნარიანობის მქონე სასერვერო ბაზაზე, მომსახურების – გადმოწერის ან ვებ გვერდის გახსნის – სიჩქარეც განსხვავებულია.

11. ხელმისაწვდომია თუ არა ინტეროპტიკის მომსახურება სხვადასხვა უბნებში?

ამ ეტაპზე ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია მთაწმინდაზე, ოქროყანაში და ნახალოვკაში- ც. დადიანის კ. №7-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

12. როდის წყდება მომსახურება და როგორ  შეიძლება მისი აღდგენა?

3 ან მეტი სამუშაო დღის,მაგრამ არაუმეტეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში აბონენტური გადასახადის გადაუხდელობის გამო გათიშული ,,აბონენტი'' ვალდებულია ინტერნეტში ჩართვისათვის აბონენტურ გადასახადთან ერთად გადაიხადოს ინტერნეტ პორტის დაკავებისათვის 5(ხუთი) ლარი.

აბონენტური გადასახადის გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი მომსახურება და მოცემული ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად აღდგენილად ითვლება ყოფილი აბონენტის მიერ პორტის დაკავების 5(ხუთი) ლარის,აბონენტური გადასახადისა და ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

Fast order
Please include your name and phone number so we can contact you