ჩვენს შესახებ

     კომპანიის ყველაზე ეფექტური რეკლამა არის მომსახურების ფასის შეფარდება / არხების რაოდენობასთან, რაც შეადგენს 15ლ. /173 მაღალი რეიტინგის მქონე ციფრული არხი. ყოველ დამატებით ტელევიზორზე - 5ლ. შეეცადეთ მოძებნოთ საქართველოში ოპერატორი, რომელსაც უკეთესი თუ არა, მსგავსი შეთავაზება (მაღალი რეიტინგის მქონე არხები საბაზო პაკეტში) მაინც გააჩნია.  

კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპია - „მაღალ პროფესიული კადრები გადაწყვეტენ ნებისმიერ საკითხს“. კომპანიაში მუშაობენ ტელეკომუნიკაციური და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. კომპანიის ინჟინრები და ტექნიკური პერსონალი ორიენტირებული არიან მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. სწორედ მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებამ განაპირობა კომპანიის ტელეკომუნიკაციური ქსელის გეოგრაფიული არეალი (დაფარვის ზონა link), რომელიც მოიცავს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონს (აბანოთ-უბნიდან ოქროყანისა და "ზემელის" ჩათვლით), საბურთალოს რაიონს (პეკინის ქუჩიდან სანაპირომდე), ორთაჭალას, გლდანს, ღრმაღელეს, ნაძალადევის, ჩუღურეთის, ისნისა და ვარკეთილის რაიონებს. 

კომპანიის 150-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად ოპერატიულად უზრუნველყოფს აბონენტის სატელევიზიო ტერმინალით სატელევიზიო არხების ხარისხიანად მიღებას და წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას. აბონენტის ინტერესების და სამართლიანი მოთხოვნების სრულყოფილად და უპირობოდ დაცვა უზრუნველყოფილია აბონენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით.

აბონენტთა უმრავლესობის ინტერესების, მათი სატელევიზიო ტერმინალების პარკის და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანიამ ჯერ კიდევ შეძლო მაუწყებლობის ტრანზიტის ანალოგურ ფორმატშიც შენარჩუნება. ტელეკომუნიკაციური სისტემების განვითარების თანამედროვე დონე მოითხოვს ციფრული ტექნოლოგიების ინტენსიურად გამოყენებას, რადგან ციფრული ფორმატი განაპირობებს არხების რაოდენობრივად და ხარისხობრივად მაღალ დონეს ანალოგურ ფორმატთან შედარებით. ამიტომ კომპანია შეამცირებს არხების რაოდენობას ანალოგურ ფორმატში, რაც გამოიწვევს ციფრულ ფორმატში არხების რაოდენობის ზრდას. ამრიგად, ნებისმიერი მოთხოვნების მქონე აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მისთვის სასურველი არხის მომსახურებით.

აბონენტთა მომსახურების განვითარებამ და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ  გამოიწვია სატელევიზიო არხების კოდირების სისტემების შექმნა და დანერგვა. სათანადო ინფორმაცია ნახეთ აქვე ტელევიზია.

      შესაძლებელია კითხვების გამოგზავნა -ctv1.2016@gmail.com   

Fast order
Please include your name and phone number so we can contact you